აშშ-ს კონგრესში ობამას სურვილი, გაანადგუროს ისლამური სახელმწიფო, არასერიოზულად მიიღეს

ობამას ჯერჯერობით მხარი არც ერთი კანდიდატისთვის არ დაუჭერია

თეთრი სახლი არასერიოზულად ეკიდება “ისლამური სახელმწიფოს” განადგურების საკითხს – ასეთი აზრი დააფიქსირა კონგრესის შეიარაღებული ძალების კომიტეტის წარმომადგენელმა რესპუბლიკელმა მეკ ტორნბერმა პრეს-კონფერენციაზე, რომელიც მან ჟურნალისტების ჯგუფისთვის ჩაატარა – ამერიკული მედია წერს.
აშშ-ს კონგრესში ჯერ კიდევ განხილვის სტადიაშია საკითხი, პრეზიდენტისათვის განსაკუთრებული უფლებების მინიჭების შესახებ, “ისლამურ სახელმწიფოსთან” საბრძლველად.
ტორნბერმა აღნიშნა, რომ ბარაკ ობამას “ისლამური სახელმწიფოს” განადგურების გეგმა, როგორც ასეთი, არ გააჩნია. “მე რატომ უნდა დავრთო ნება მთავარსარდალს გამოიყენოს სამხედრო ძალა, თუკი ვხედავ, რომ ის არასერიოზულად ეკიდება საკუთარი დავალების შესრულებას” – განაცხადა ტორნბერმა.

banner
წინა სტატიაშიუეფას დროებითი გენერალური მდივანი თეოდორ თეოდორისი გახდა
შემდეგი სტატიაივანიშვილმა “რესპუბლიკელები” შეინარჩუნა