აშშ-ს კონგრესის სენატი რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობის აკრძალვის მომხრეა

აშშ-ს კონგრესის სენატმა დაამტკიცა თავდაცვის სამინისტროს 2017 წლის ბიუჯეტის კანონპროექტი, რომლის თანახმად იკრძალება რუსეთის ფედერაციასთან სამხედრო თანამშრომლობა და ძლიერდება ევროპაში მოკავშირეების მხარდაჭერა. ბიუჯეტის საერთო მოცულობა შეადგენს თითქმის 619 მილიარდ დოლარს.
დამტკიცებული კანონპროექტი წარედგინება ხელმოსაწერად პრეზიდენტს.
კანონპროექტში აღნიშნულია, რომ აშშ-ს და რუსეთს შორის ნებისმიერი სახის სამხედრო თანამშრომლობა შეზღუდული იქნება მანამ, სანამ თავდაცვის მინისტრი და სახელმწიფო მდივანი არ დაარწმუნებენ კონგრეს, რომ „რუსეთის ფედერაციამ შეაჩერა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ოკუპაცია“ და შეწყვიტა უკრაინის და ნატოს წევრი ქვეყნების სუვერენიტეტის წიმააღმდეგ მიმართული ქმედებები.
აღსანიშნავია, რომ ამერიკის კონგრესი აღიარებს ყირიმში რუსეთის სამხედრო ბაზის სტატუსს, რომლის შესახებ ხელშეკრულება ჯერ კიდევ 1997 წ. გაფორმდა.
კანონპროექტი, რომელიც პენტაგონმა მოამზადა, კრძალავს თანხების გამოყოფას რუსეთის თვითმფრინავების მიერ სამეთვალყურეო ფრენების შესრულებისთვის, რომელიც ხორციელდება 1992 წ. მიღებული „ღია ცის“ საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე. კონგრეს არ გააჩნია მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ რუსეთი არ არღვევს ამ ხელშეკრულებას. კონგრესმენებს სურთ დარწმუნებულნი იყვნენ, რომ რუსეთი ხელს არ შეუშლის ამერიკულ თვითმფრინავებს სამეთვალყურეო ფრენებში. კერძოდ, კალინინგრადში, მოსკოვში, ჩეჩნეთში, საქართველოს საზღვარზე აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რაიონებში.
გასულ წელს, პრეზდიდენტმა ობამამ ვეტო დაადო ამ კანონპროექტს. გამოცემა Military Times-ის ცნობით, წელს ამ დოკუმენტის მიღებას მხარი დაუჭირეს როგორც რესპუბლიკელებმა, ასევე დემოკრატებმა.

www.timer.ge

banner
წინა სტატიაშიპოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულ თეონა ჭალიძეს სამსახურში აღადგენენ
შემდეგი სტატიათედო ჯაფარიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლად დაინიშნა