აშშ-ს კოალიციის სირიაზე თავდასხმას რუსეთის პრეზიდენტი ეხმიანება

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აშშ-ს, ბრიტანეთის და საფრანგეთის სირიაზე შეტევას “აგრესიის აქტი” უწოდა. განცხადების ტექსტი კრემლის საიტზეა გამოქვეყნებული.
“რუსეთი ძალიან სერიოზულად აფასებს სირიაზე თავდასხმას, სადაც რუსი სამხედროები კანონიერ ხელისუფლებას ტერორიზმთან ბრძოლაში ეხმარებიან. აშშ თავისი მოქმედებით კიდევ უფრო აღრმავებს სირიაში ჰუმანიტარულ კატასტროფას, მშვიდობიან მოსახლეობისთვის ტანჯვა მოაქვთ, სინამდვილეში ტერორისტებს უწყობენ ხელს, რომლებიც უკვე 7 წელია ხალხის აწამებენ, ლტოლვილების ახალ ტალღას უწყობენ ხელს ამ ქვეყნიდან და ზოგადად, რეგიონიდან” – ნათქვამია ტექსტში.
“გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციების გარეშე და საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევით განხორციელდა აგრესიის აქტი სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელიც ტერორიზმთან ბრძოლის წინა ხაზზე იმყოფება“, – განაცხადა პუტინმა.

საქართველოს დროით 05.00 საათზე აშშ-ს პრეზიდენტმა სირიის დაბომბვის ბრძანება გასცა დუმაში მშვიდობიანი მოსახელობის წინააღმდეგ შესაძლო ქიმიური იარაღის გამოყენების გამო. კოალიციაში შედიოდნენ ბრიტანეთი და საფრანგეთი. სულ, სირიის ტერიტორიაზე სავარაუდოდ, 100 რაკეტამდე გაუშვეს.

banner
წინა სტატიაშიამერიკელი სენატორები ტრამპის გადაწყვეტილებას სირიის დამომბვაზე აკრიტიკებენ
შემდეგი სტატიალეონიდ ჩერნოვეცკი დაღუპული მეშახტეების ოჯახებს დაეხმარა