აშშ-ს კოალიციამ ასადის არმიას დაარტყა

15თურქული მედიის ცნობით, რომელსაც რუსული და სირიული წყაროებიც ადასტურებენ, აშშ-ს მიერ მართული კოალიციის საჰაერო ძალებმა, სირიის აღმოსავლეთში, დეირ ეზ-ზურის რაიონში მდებარე სირიის სამთავრობო ძალების ბაზა დაბომბეს… დაღუპულია ასადის რეჟიმის 62 სამხედრო პირი, 100-მდე კი დაჭრილია.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს-სპიკერის იგორ კონაშენკოვის განცხადებით, დეირ ეზ-ზურის აეროპორტთან ახლოს მდებარე სირიის სამთავრობო ძალების სამხედრო ბაზაზე თავდასხმა, ერაყის მხრიდან შემოფრენილი, აშშ-ს მიერ მართული კოალიციის ორი ,,F-16,, და ორი ,,A-10,,-ს ტიპის თვითმფრინავებიდან განხორციელდა, რომელთა დაბომბვასაც მრავალრიცხოვანი მსხვერპლი მოჰყვა.
სირიის სამთავრობო წყაროები ადასტურებენ სამხედრო ბაზის დაბომბვის შედეგად 62 გარდაცვლილი სამხედროსა და 100-ზე მეტი დაჭრილის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.

banner
წინა სტატიაშიგარდაიცვალა ცნობილი ქართველი მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილი
შემდეგი სტატია(foto) აშხაბადში ახალი საერთაშორისო აეროპორტი გახსნა