აშშ-ს კოალიცია ISIS-ის ბოლო ერაყულ ბასტიონს, ტელაფერის მიადგა

აშშ-ს კოალიცია ერაყის სამთავრობო ძალები, ერაყში ,,ისლამური სახელმწიფოს,, (ISIS) ბოლო დიდ ბასტიონს -ტელაფერის მიადგა.
მიუხედავად იმისა, რომ ,,ისლამური სახელმწიფო,, ბოლო პეროდში ძალიან შესუსტდა, ტელაფერის განთავისუფლება ამერიკელი სამხედროების აზრით სულაც არ იქნება ადვილი. ერაყში კოლიციური ჯარების პრეს-წარმომადგენელმა, ამერიკელმა პოლკოვნიკმა რიან დილონმა, შეფასება მისცა რა ISIS-ის წინააღმდეგ წარმოებულ ერთობლივ ბრძოლას, თქვა, რომ ერაყის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ტელაფერის განთავისუფლება მეტად რთული იქნება, რადგან ამ ქალაქში 2 ათასამდე ბოევიკია და ისინი მოსულიდან გამოქცეულებს წარმოადგენენ. “ტელაფერი ISIS-ის ერთ-ერთ უკანასკნელ ბასტიონთაგანს წარმოადგენს და მას 2 ათასამდე ბოევიკი იცავს, ამიტომაც რთული იქნება ამ ქალაქის მათგან გაწმენდა“, განაცხადა დილონმა, რომელმაც ასევე აღნიშნა, რომ ქალაქების გათავისუფლების პარალელურად კოალიცია ISIS-ის ფინანსურ წყაროებსაც კეტავს, რაც საბოლოო ჯამში მათ განადგურებას ემსახურება.

banner
წინა სტატიაშილავროვის უცნაური გაფრთხილება აშშ-ს
შემდეგი სტატიათბილისის საპტრულო პოლიციის უფროსმა  დავით მიქიაშვილმა თანამდებობა დატოვა