აშშ-ს გენერალი: საქართველოდან სირიამდე – რუსეთი ყოველთვის გვაოცებდა

ევროპაში აშშ-ს სახმელეთო ძალების სარდალი ბენ ხოჯესი Times-თან ინტერვიუში იმაზე საუბრობს, რომ ადრე ვაშინგტონი რუსეთის “ექსპანსიონისტურ ამბიციებს” სათანადო ყურადღებას არ აქცევდა. გენერლის თქმით, მისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა რუსული ჯარის საქართველოში, ყირიმსა და სირიაში გამოჩენა.
ევროპაში აშშ-ს არმიის ხელმძღვანელმა აღიარა, რომ ვაშინგტონის სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელები ერთიმეორის მიყოლებით უძლური გახდნენ რუსეთის ჩანაფიქრს მიმხვდარიყვნენ. “ჩვენ ვერ განვჭვრიტეთ” – თქვა მან “თაიმსთან” ინტერვიუში. “ყოველი ნაბიჯი, რომელიც რუსეთმა გადადგა – საქართველოში შეჭრა, ყირიმში შეჭრა, აღმოსვლეთ უკრაინაში შეჭრა და სირიაში სამხედრო ოპერაციის დაწყება – ჩვენთვის მოულოდნელი იყო” – განაცხადა სარდალმა.
ამერიკელი გენერლის თქმით, ამერიკა ავღანეთის და ერაყის კონფლიქტით იყო “გატაცებული”. ქვეყნის ხელმძღვანელები პუშტუს მცოდნე ხალხს იყვანდა სამსახურში და ამიტომ, რუსულად მოლაპარაკე სპეციალისტების ნაკლებობა გაჩნდა. “ძალიან გვინდა დავიჯეროთ, რომ რუსეთი ჩვენი პარტნიორი გახდება” – განაცხადა ამერიკელმა სარდალმა და იქვე დაამატა: “ვფიქრობ, ჩვენ ძალიან ოპტიმისტები ვიყავით”.
გარდა ამისა, ხოჯესი თვლის, რომ აშშ-მ ევროპიდან ათობით ათასი ჯარისკაცის გაყვანა იჩქარა, რომლის შედეგადაც “ნატო დასუსტდა და შეუიარაღებელი” გახდა.

banner
წინა სტატიაშიელისო კილაძე: “ღალატის ანატომია” მეორე ტურის შემდეგ
შემდეგი სტატიატრამპი კლინტონტან ჩამორჩენას აღიარებს