აშშ-ს გაეროში ელჩის კორტეჟიდან მანქანამ ბიჭი სასიკვდილოდ გაიტანა

აშშ-ს გაეროში ელჩის კორტეჟიდან მანქანამ ბიჭი სასიკვდილოდ გაიტანა

ავგაეროში აშშ-ს ელჩის, სამანტა პაუერის კორტეჟის ერთ-ერთმა მანქანამ კემერუნში ბავშვი გაიტანა, რომლიც შემდგომში გარდაიცვალა – The Washington Post-ი წერს.
ინციდენტი გუშინ ქვეყნის ჩრდილოეთით მოხდა, სადაც მოსახლეობა ექსტრემისტული დაჯგუფებების ძალადობისგან იტანჯება.
პაუერი ლტოლვილების ბანაკებს სტუმრობდა და ადგილობრივ მთავრობასთან სხვადასხვა საკითხებს განიხილავდა. ბანაკისკენ გზად მისი კორტეჟი პატარა ქალაქ მარუას გადიოდა. სოფლის მოსახლეობა ქუჩაში გამოვიდა, რომ სტუმრებს დახვედროდნენ. ამ დროს 7 წლის ბავშვი მოულოდნელად გზისკენ გაიქცა. კორტეჟის მეექვსე მანქანამ, რომელიც ბრონრეული ჯიპი იყო, რეაგირების მოხდენა ვერ შეძლო და ბავშვი გაიტანა.
მძღოლმა მანქანა გააჩერა, მაგრამ წასვლის ბრძანება მიიღო, რადგანაც რაიონი არ ითვლენა უსაფრთხოდ. დაშავებულ ბავშვს დახმარება მედიკოსებმა აღმოჩინეს, რომლებიც მანქანას მოყვებოდნენ. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
პაუელი იმავე დღეს დაბრუნდა შემთხვევის ადგილზე, რომ ოჯახისთვის თავისი მწუხერაბა გამოეხატა.

banner
წინა სტატიაშიფიფას ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ქრთამს ჩვეულებრივი პრაქტიკა უწოდა
შემდეგი სტატიაისლანდიის პრეზიდენტი კენჭს მეექვსედ იყრის