აშშ-ს გადამდგარ ადმირალს სექს-საღამოების სახით ქრთამის აღებაში ადანაშაულებენ

აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალების გადამდგარ ადმირალს, ბრიუს ლავლესს სან-დიეგოს სასამართლომ ბრალი ქრთამის აღებაში დასდო, რომელიც, ზოგჯერ სექს-საღამოების სახით იყო მიღებული. “ასოშეითედ პრესის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ლავლესის გარდა, სასამართლოზე კიდევ 7 ოფიცერი წარსდგა.
ბრალდების თანახმად, ოფიცრები გემების გადაადგილების შესახებ საიდუმლო ინფორმაციას ქრთამის აღებით ავრცელებდნენ, რომელიც გამოხატებოდა მდიდრულ სადილებსა და სექს-საღამოებში.
გამოძიების ვერსიით, სამხედრო ჩინოვნიკებმა ქრთამი ბიზნესმენ ლეონარდ ფრენსისისგან აიღეს მის კომპანია Glenn Defense Marine Asia-სთან თანამშრომლობით.
“ვაშინგტონ პოსტი”, ასევე, საუბრობს 25 ათას დოლარად შეფასებულ საათზე, Cohiba-ს 2 ათასიან სიგარებზე და კონიაკზე, რომელიც ასევე, 2 ათასი დოლარი ღირდა.
მედიის ცნობით, სულ, კორუფციის საქმეში 200 ადამიანია გარეული, მათ შორის, 30 ადმირალი. მათგან 27-ს ბრალი უკვე წაუყენეს.

banner
წინა სტატიაშიკახა მიქაია- ” ვარლამ არავიძე: ,,რაზვე ეტო ნორმალьნო?!”
შემდეგი სტატიაქალს მოგზაურობისას ყურთსასმენები აუფეთქდა