აშშ-ს ელჩმა გერმანიაში მემარჯვენეებს დაუჭირა მხარი-ბერლინი ახსნა-განმარტებებს ითხოვს

აშშ-ს ელჩმა გერმანიაში რიჩარდ გრენელმა, რომელიც ამ პოსტზე ერთი თვის წინ დაინიშნა, პირობა დადო რომ კონსერვატორ პოლიტიკოსებს დაუჭერს მხარს. ტრადიციულად, დიპლომატები თავს იკავებენ მსგავსი პოლიტიკური განცხადებებისგან. 3 ივნისს ელჩმა ამერიკულ მედიასთან ინტერვიუში თქვა, რომ დადებითად აფასებს კონსერვატორი პოლიტიკოსების მოღვაწეობას, მათ შორის ავსტრიის კანცლერის სებასტიან კურცის. “ბევრი ევროპელი კონსერვატორი, რომლებიც დამიკავშირდნენ, ამბობენ, რომ ისინი კონსერვატიული მოძრაობის აღორძინებას გრძნობენ. მე სრულიად გარკვევით მინდა დადებითად შევაფასო ეს და სხვა კონსერვატორებს მთელს ევროპაში და მათ ლიდერებს მხარი დავუჭირო” – გრინელის სიტყვებს “ბიბისი” ციტირებს.

4 ივნისს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს მიმართა თხოვნით, გრინელის სიტყვები განმარტოს, რომელიც ინტერპრეტაციისთვის სივრცეებს ტოვებს. ადრე ელჩმა მხარი დაუჭირა გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის პოლიტიკას, თუმცა ინტერვიუში სიმპათიებს უცხადებს ავსტრიის კანცლერს სებასტიან კურცს, რომელიც მერკელს იდეოლოგიურად ეწინააღმეეგბა მიგრაციის საკითხებში – Washington Post-ი წერს. ასევე, აშშ-ს ელჩმა გერმანიაში კურცზე თქვა, რომ ის მას უყურებს, როგორც როკ-ვარსკვლავს.

ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ გრინელმა “ტვიტერში” დაწერა, რომ მას არასვისთვის გამოუცხადებია მხარდაჭერა, და რომ ის უბრალოდ, თავის დაკვირვებებზე საუბრობს.

banner
წინა სტატიაშიელისო კილაძის სკანდალური ინფორმაცია-დიდი სახელისუფლო სკანდალი !
შემდეგი სტატიაკალაძე მეტროპოლიტენის გაფიცულ თანამშრომლებს ხელფასების მომატებას 2019 წლიდან სთავაზობს