აშშ-ს დაზვერვის სამსახური რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აანონსებს

რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ერთი კვირის მანძილზე გამოცხადდება – აშშ-ს ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელმა დენიელ რეი კოუტსმა განაცხადა – CNS News-ი ავრცელებს.
“სანქციები განხილვის პროცესშია და ფინანსთა მინისტრის სიტყვებიდან ჩანს, რომ სავარაუდოდ, რამდენიმე მათგანი ერთ კვირაში გამოცხადდება” – სენატის შეიარაღებული საქმეების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა კოუტსმა.
აშშ-ს ფინანსთა მინისტრმა სტივენ მჩუნიმ, თავის მხრივ, თქვა, რომ სანქციებზე მუშაობას მხარს უჭერს ქვეყნის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.
საუბარია აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევის გამო საპასუხო ზომებზე. ჩარევაში ბრალი ედება რუსეთის 13 მოქალაქეს და სამ იურიდიულ პირს.

banner
წინა სტატიაშივარკეთილში დაჭრილი ერთ-ერთი მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია
შემდეგი სტატია“ისალმური სახელმწიფო” ხელახალი შეტევებისთვის ემზადება