აშშ-ს დაზვერვა ტრამპის რუსულ კონტაქტებს სწავლობს

აშშ-ს უშიშროების თანამშრომლები ცდილობენ გაარკვიონ, აშშ-ს პრეზიდნეტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის მრჩეველი განიხილავდა თუ არა კრემლთან ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხევვაში ეკონომიკური სანქციების მოხსნის შესაძლებლობას – Yahoo! რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლებიც აღნიშნულ სიტუაციას კარგად იცნობენ.
მათი თქმით, ტრამპის თანაშემწის კარტერ პეიჯის მოღვაწეობა, რომელსაც რუსეთში საკუთარი ბიზნეს ინტერესები აქვს, კონგრესის წევრების განხილვის საგანი იყო, რუსეთის მიერ ამერიკულ არჩევნებზე შესაძლო ზემოქმედებაზე საუბრისას.
როგორც Yahoo!-ს წყაროები აღნიშნავენ, ზოგიერთები “საოცრად გაოცებულები” დარჩნენ, როცა პეიჯის მოსკოვთან კონტაქტების შესახებ გაიგეს. მათი აზრით, “მსგავსი უკუკავშირის” ქონა აშშ-ს ეროვნულ უსაფრთხოებას საშიშროების ქვეშ აყენებს. წყაროები ამბობენ, რომ დაზვერვა პეიჯის რუსულ მაღალჩინოსნებთან მოლაპარაკებებს საგულდაგულოდ სწავლობს.

banner
წინა სტატიაშიპეკინსა და თბილისს შორის პირდაპირი საავიაციო მიმოსვლა დაიწყო
შემდეგი სტატია27 სექტემბერს პატრიარქი 700-მდე ბავშვს მონათლავს