აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო ბინ ლადენის დაჭერის ტვიტ-ტრანსლაციის გამო გააკრიტიკეს

აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო ბინ ლადენის დაჭერის ტვიტ-ტრანსლაციის გამო გააკრიტიკეს

ბინ ლადენისოციალური ქსელების მომხმარებლებმა აშშ-ს ცენტარლური სადაზვერვო სამმართველო „ტვიტერში“ „ალ-ქაიდას“ ლიდერის, ბინ ლადენის დაკავების ოპერაციის რეკონსტუქციის გამო გააკრიტიკეს.
„ბინ ლადენის ლიკვიდაციიდან 5 წლისთავის აღნიშვნასთან დაკავშირებით, ჩვენ ჩვენს ტვიტზე რეიდის შესახებ მოვყვებით, თითქოს ეს დღეს ხდებოდა“ – დაწერეს სამმართველოს „ტვიტერზე“.
შემდეგ კი, რამდენიმე საათის მანძილზე ისინი ოპერაციის შესახებ მონაცემებს აქვეყნებდნენ, ასევე ფოტოებს, თუ როგორ ადევნებენ თვალყურს ბარაკ ობამა და სხვა ოფიციალური პირები ლიკვიდაციის ოპერაციას.
უსამა ბინ ლადენი აშშ-ს სპეცრაზმმა გაანადგურა 2011 წლის 2 მაისს. ამის შემდეგ, „ალ ქაიდას“ ლიდერის ცხედარი მკაცრად გასაიდუმლოებულად ამერიკის სამხედრო გემიდან ზღვაში გადაისროლეს.
აშშ-ს ცენტარლური სადაზვერვო სამმართველოს მეთაურმა ჯობ ბრენნანმა დღევანდელ დღესთან დაკავშირებით განაცხადა, რომ აშშ-მ „ალ ქაიდას მნივნელოვანი ნაწილი გაანადგურა“.

banner
წინა სტატიაშითსუ-ში კანცლერობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო
შემდეგი სტატიაჰიმალაიში 16 წლის წინ დაკარგული ალპინისტების ცხედრები აღმოაჩინეს