აშშ-ს ავიაკომპანიებმა ამინდის გამო 5 ათასზე მეტი რეისი მოხსნეს

აშშ-ს ავიაკომპანიებმა ორი დღის წინ 2696 და დღეს 2901 რეისი მოხსნეს თოვლის შტორმის გამო – მოანცემები FlightAware-ის გვერდზეა გამოქვეყნებული. გადადებული რეისების რაოდენობა ყოველ საათში იზრდება.
აშშ-ს ნაციონალური მეტეოსამსახურის მონაცემებით, დღეს დაახლოებით 60 სმ თოვლია მოსალოდნელი.
ძლიერმა ქარმა და ყინვებმა, სამსახურის თქმით, შესაძლებელია ხეების ვარდნა, ელექტროგადამცემი ხაზების გაწყვეტა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის პარალიზება გამოიწვიოს.
აშშ-ს ჯორჯიას, პენსილვანიის, ტენესსის, მერილენდის, ვირჯინიის და ჩრდილოეთ კაროლინას შტატებში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.
არკანზასში 5 ადამიანი დაიღუპა შტორმის შედეგად.

banner
წინა სტატიაშიმთავარი პროკურორი ზუგდიდში ჩავიდა-შოთაძის პირველი კომენტარი
შემდეგი სტატიადამწყები ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, სტარტაპების დაფინანსების მექანიზმები იქმნება