აშშ-ს არმიაში ეროტიული ფოტოების მსხვერპლი გაიზარდა

აშშ-ს არმიის ჯარისკაცი-ქალების შესახებ სკანდალმა ფართო მასშტაბი მიიღო – მსხვერპლთა რიცხვი, რომელთა შიშველი ფოტოები გასაჯაროვდა, გამოძიების პროცესში გაიზარდა – ჟურნალისტებს აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალების სამინისტროში არსებულ ფედერალურ სააგენტოში განუცხადეს – წერს “ბიბისი”. სააგენტოს წარმომადგენლის კრისტინ ევანსის თქმით, დაზარალებულთა რაოდენობა, რომელთა ფოტოებიც მამაკაცმა-კოლეგებმა გაავრცელეს, სამომავლოდაც გაიზრდება.

ფოტოების გასაჯაროვება იმ თვიდან დაიწყო, როცა ქალებმა საველე პირობებში დაიწყეს მსახურება. ზოგიერთი ფოტო მალულად არის გადაღებული, ზოგიერთი, კი, ქალი-ჯარისკაცების ნებართვით.
ფოტოები ჯარისკაცების დახურულ ჯგუფში გამოქვეყნდა, მათ თან ერთვოდა ვულგარული და აგრესიული კომენტარები.

banner
წინა სტატიაშისპესცამსახურის აგენტის მანქანიდან ნოუთბუქი მოიპარეს
შემდეგი სტატიააშშ-ს სახელმწიფო მდივანი პეკინში ფხენიანის მოქმედებების განსახილველად ჩავიდა