აშშ-ს ამომრჩეველთა კოლეგიამ დონალდ ტრამპი პრეზიდენტად აირჩია

აშშ-ს ამომრჩეველთა კოლეგიამ დონალდ ტრამპი პრეზიდენტად აირჩია, ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ამომრჩეველთა კოლეგიის შედეგები ოფიციალურად 6 იანვარს დამოწმდება, როდესაც კონგრესის სესია გაიმართება.

პირველი ვინც ამომრჩეველთა კოლეგიის შედეგებს გამოეხმაურა ვიცე-პრეზიდენტად არჩეული მაიკ პენსი იყო, მან „ტვიტერზე“ დაწერა: „ვულოცავ დონალდ ტრამპს, ის ოფიციალურად არის არჩეული აშშ-ს პრეზიდენტად ამომრჩეველთა კოლეგიის მიერ. პატივი მერგო, რომ დღეს მეც ოფიციალურად ვარ არჩეული ქვეყნის მომდევნო ვიცე-პრეზიდენტად“.

„ევრონიუსის“ ცნობით, აშშ-ს პრეზიდენტად დონალდ ტრამპის ოფიციალურად ასარჩევად მონაწილეობა 538-მა ამომრჩეველმა მიიღო. ამომრჩეველთა კოლეგიის არჩევნები ფორმალობაა, მაგრამ წელს ამ მოვლენას განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა, ვინაიდან დემოკრატები არჩევნების შედეგებს სადაოს ხდიდნენ.

აშშ-ს არჩევნებიდან ექვსი კვირის შემდეგ, რესპუბლიკელ კანდიდატს 270 ხმა სჭირდებოდა იმისათვის, რომ გამარჯვება ოფიციალურად ეზეიმა.

BBC-ის ინფორმაციით, ამომრჩეველთა კოლეგიის წევრები მუდმივად იღებდნენ ელექტრონულ შეტყობინებებსა და სატელეფონო ზარებს, სადაც მოუწოდებდნენ, რომ დონალდ ტრამპისათვის მხარი არ დაეჭირათ.

banner
წინა სტატიაშიმოკლული ელჩის მეუღლე: ყველასთან ერთად, მეც იატაკზე ვიწექი
შემდეგი სტატიაგეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ენერგომომარაგება შეეზღუდება