აშშ-ს ახალი ელჩი რუსეთში ჯონ ჰანტსმანი აპირებს იმუშაოს “ურთიერთობების გაუმჯობესებაზე ორ ბირთვულ სახელმწიფოს შორის”. ამის შესახებ მან განაცხადა ინტერვიუში, რომელიც მისცა რადიო “KSL”-ს.
ელჩის თანახმად, მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობები მსოფლიოში ყველაზე რთულია და ახლა ხასიათდება ნდობის ძალიან დაბალი დონით. ჰანტსმანის თქმით, ურთიერთობების ნორმალიზაცია არ არის იოლი საქმე და სწრაფ შედეგებს ნურავინ ელის. “თუ ორივე მხარე გამოხატავს კეთილ ნებას, ჩვენ შეგვიძლია საკვანძო საკითხებზე დავიწყოთ ეფექტური მუშაობა, მაგალითად, ჩრდილოეთ კორეის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე”, – თქვა ელჩმა.
ამავე დროს, ჯონ ჰანტსმანმა აღნიშნა, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობის გაუმჯობესების პირველი სერიოზული ნაბიჯი კი იქნება უკრაინის სუვერენიტეტის აღდგენა.