აშშ რუსული დაზვერვის თვალთვალის კომიტეტს აღადგენს

აშშ-ს კონგრესი განიხილავს აღადგინოს კომიტეტი, რომელიც ცივი ომის პერიოდში მუშაობდა იმისათვის,რომ რუსი დაზვერვისთვის ეთვალთვალა – BuzzFeed-ი წერს.
ჯგუფის ამოცანა იქნება რუსი ჯაშუშების გამოვლენა, რომლებიც შესაძლო დანაშაულებებში იქნებიან გარეული, ასევე იმ ფინანსური ორგანიზაციების გამოვლენა, რომლებიც მოსკოვის ინტერესებზე მუშაობენ. გარდა ამისა, აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიურო, სავარაუდოდ, რუსი დიპლომატების გადაადგილებებს გააკონტროლებს აშშ-ს ტერიტორიაზე. მათ უფლება არ ექნებათ 80 კილომეტრზე მეტით დაშორდნენ ტერიტორიას, რომელიც განცხადებაშია მითითებული იმ შემთხვევაში, თუკი უკანასკნელი სამი თვის მანძილზე გადაადგილების წესები დარღვეული იყო.

სენატის კომიტეტმა შესაბამისი კანონპროექტი მაისში დაამტკიცა, ახლა მისი განხილვა სენატში დაიწყება.

banner
წინა სტატიაშიმერკელი გერმანიისთვის თავდაცვის ხარჯების გაზრდაზე საუბრობს
შემდეგი სტატია(video) გიორგი მღებრიშვილი: “დავით გერლიანი იგივე სვანი დაკავებულია”