აშშ რუსეთს და სირიას დუმაში ქიმიური შეტევის ადგილის გაწმენდაში სდებს ბრალს

აშშ დარწმუნებულია, რომ რუსეთმა და სირიამ სავარაუდო ქიმიური შეტევის ადგილი გაწმინდეს -განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჰეიზერ ნაუერტმა. მისი თქმით, ქვეყნები, ასევე ხელს უშლიან ქიმიური იარაღის გავრცელების წინააღმდეგ ორგანიზაციის მისიის დუმაში მუშაობას, რომ მათ ადგილის გამოკვლევა ვერ შეძლონ.
“ჩვენ საკმარისი ინფორმაცია გვაქვს, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთის ოფიციალური პირები სირიის რეჟიმთან ერთად ინსპექტორების დუმაში შესვლას ხელს უშლიან… რუსი ჩინოვნიკები სირიის რეჟიმთან ერთად სავარაუდო შეტევის ადგილს მტკიცებულებებისგან ანთავისუფლებენ” – განაცხადა ნაუერტმა.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა განაცხადა, რომ იულია სკრიპალის სისხლში შხამი ხელოვნურად იყო შეყვანილი
შემდეგი სტატიაშეწყალებული ადამიანების საკითხი ბოლომდე შესწავლილი არც კომისიას აქვს და არც თავად პრეზიდენტს