აშშ რუსეთის წინააღმდეგ უპრეცედენტო კიბერშეტევისთვის ემზადება

NBC NEWS-ის ცნობით, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო თეთრი სახლის ადმინისტრაციის დავალებით, რუსეთის წინააღმდეგ უპრეცედენტო კიბერშეტევისთვის ემზადება.
გავრცელებული ინფორმაციით, კიბერშეტევა, რომელიც საპასუხო დარტყმა იქნება რუსი ჰაკერების მიერ აშშ-ს საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიის შედეგებზე ზემოქმედების მცდელობისა, მიზნად ისახავს პუტინის გარემოცვის პერსონალურ ექაუნთებზე და საბანკო ანგარიშებზე იერიშის მიტანას.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ამერიკულ მუქარასთან დაკავშირებით რუსეთმა უსაფრთხოების ზომები უნდა მიიღოს და ეს სიტუაცია სახიფათოა არა მარტო რუსეთისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის.
პრეზიდენტ პუტინის მრჩევლის, იური უსაკოვის განცხადებით, რუსეთის უპასუხოდ არ დატოვებს ,,ცე-ერ-უ,,-ს მუქარას, რომელიც მრჩეველის სიტყვებით ,,უკვე უტიფრობის ზღვარს გასცდა,.

banner
წინა სტატიაშიკანადის ექს-პრემიერმა ტრამპს “სექსუალური მტაცებელი” უწოდა
შემდეგი სტატია(+ფოტო) მაწანწალა ძაღლმა სანაგვეზე გადაგდებული ახალშობილი გადაარჩინა