აშშ-ი ობამას მიერ დანიშნული პროკურორებისგან თანამდებობების დატოვებას ითხოვენ

აშშ-ს გენერალურმა პროკურორმა ჯეფ სენშმა 46 ფედერალურ პროკურორს, რომლებიც პრეზიდენტ ბარაკ ობამას დროს დაინიშნნენ, თანამდებობების დატოვება ურჩია, რომ “ხელისუფლების გადაბარების შეთანხმებული პროცესი გარანტირებულად შედგეს”. იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში დაკონკრეტებულია, რომ 93 პროკურორიდან, რომელიც ყოფილმა ადმინისტრაციამ დანიშნა, 47-ის გარდა უკვე ყველამ დატოვა თანამდებობები.
The New York Times-ის ინფორმაციით, გადადგომის შესახებ მიმართვა მიიღო ასევე, პროკურორმა პრიტ ბხარარმა, რომლის თანამდებობაზე დატოვებას დონალდ ტრამპი აპირებდა.
როგორც წესი, პრეზიდენტის ცვილებასტან ერთად სამხარეო პროკურორებიც ტოვებენ თანამდებობებს, მაგრამ თეთრი სახლის ყველა ახალი ადმინისტრაცია ამას არ ითხოვს – წერს”ბიბისი”.

banner
წინა სტატიაშითბილისის მერია ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას დაეხმარება
შემდეგი სტატიაეს არის ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დასასრულის დასაწყისი – ოთარ კახიძე