აშშ-მ უკრაინის არმიას უვარგისი აღჭურვილობა მიაწოდა…

უკრაინული გამოცემები ამერიკულ  The Washington Post-ზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ აშშ-ს ხელისუფლებამ უკრაინულ არმიას კონფლიქტის დაწყების პირველ ეტაპზე, მოძველებული და საბრძოლო თვალსაზრისით უვარგისი აღჭურვილობა მიაწოდა…

კერძოდ საუბარია აშშ-დან მიღებულ ,,ჰამერის,, მარკის სამხედრო ჯიპებზე და ჯავშან-ჟილეტებზე, რომლებიც უკრაინული მედიის ცნობით უვარგისი აღმოჩნდა.

,,ჰამერებს,, რომლებიც გასული საუკუნის 80-90 წლებში იყო გამოშვებული, შუშის ნაცვლად პლასტიკური მინები ჰქონდა, ხოლო კარებზე არანაირი დამცავი ჯავშანი არ გააჩნდათ… რაც შეეხება ჯავშან-ჟილეტებს, მათი გამოყენება ამერიკულმა არმიამ 2000 წელს შეწყვიტა და ახალ მოდელებზე გადავიდა, აცხადებს უკრაინული მედია.

ამერიკული წყაროსათვის მიცემულ ინტერვიუში, აშშ-ს სამხედრო წარმომადგენლობა, უკრაინელებისათვის მოძველებული აღჭურვილობის მიწოდების მიზეზად, უკრაინაში შექმნილ კრიზისულ სიტუაციასთან დაკავშირებით, დროის უკმარისობასთან ერთად, მთავრობიდან დაფინანსების გამოყოფის არ ჰქონას ასახელებს. ამერიკელი სამხედრო წარმომადგენლების განცხადებით, აშშ მზად არ იყო უკრაინაში მოვლენების მსგავსი განვითარებისათვის და დროის სიმცირის გამო მოუმზადებლად იმოქმედეს.

შეგახსენებთ, რომ ოქტომბის თვეში აშშ-ს პრეზიდენტის ბარაკ ობამას მიერ ხელმოწერილი 2016 წლის აშშ-ს სამხედრო ბიუჯეტში, 300 მილიონი დოლარი უკრაინისათვის სამხედრო დახმარების სახით გამოყოფილია.

www.timer.ge

banner
წინა სტატიაში,,დაუცველი რუსული ბომბდამშენი, რომელიც თურქეთს არ ემუქრებოდა,,
შემდეგი სტატიაახალი შედევრი – კლიპი Gangnam Style-ს შემქნელებისაგან (VIDEO)