აშშ-მ თურქეთს მოუწოდა სირიის ტერიტორიების დაცხრილვა შეწყვიტოს

13აშშ თურქეთს მოუწოდებს გამოიჩინოს თავშეკავება და სირიელი ქურთების დაცხრილვა შეწყვიტოს – ამის შესახებ ვიცე-პერზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა თურქეთის პრემიერ-მინისტრ, აჰმედ დავითუგლუსთან სატელეფონო საუბარში, ნათქვამია თეთრი სახლის საიტზე.
ბაიდენმა პრემიერს ასევე შეახსენა ის ძალისხმევა, რომელსაც “აშშ იჩენს იმისათვის, რომ სირიელმა ქურთებმა თურქეთის რაიონში ახალი ტერიტორიები არ დაიკავონ.
მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ თურქეთის მთავრობა გააგრძელებს ტერორიზმთან ბრძოლაში მხარდაჭერას.

შეგასხენებთ, რომ უკანასკნელი ორი დღის განმავლობაში თურქეთი ინტენსიურად უტევს მის მოსაზღვრე რაიონებს სირიაში, სადაც დისლოცირებული არიან სირიელი ქურთები.
ოფიციალურმა დამასკომ გაეროს წერილი მისწერა, სადაც ის თურქეთის შეჩერებას და გაეროს ფასეულობების დაცვისკენ მოუწოდებს საერთაშორისო ორგანიზაციას.

banner
წინა სტატიაშისაერთაშორისო ტურისტული კომპანია TEZ TOUR საქართველოში შემოყვანითი ტურების განხორციელებას გეგმავს
შემდეგი სტატიააშშ-ში ტერაქტების შესახებ ოფიციალურ გაფრთხილებას აკეთებენ