აშშ-მ ტერაქტის შემდეგ ავღანეთში საელჩო დახურა

9აშშ-ს საელჩო ავღანეთში ბოევიკების გერმანიის საელჩოზე თავდასხმის შემდეგ დაიხურა -წერს “ბიბისი”.

საელჩო “მიმდინარე სამუშაოების გამო დაუხურა” 13 ნოემბერს “უსაფრთხოების ზომების მისაღებად” – ნათქვამია დიპლომატიური მისიის საგანგებო განცხადებაში, რომელიც დღეს გავრცელდა.
გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ბაგრამის აეროდრომზე, რომელიც ქაბულთან ახლოს მდებარეობს ოთხი ამერიკელი მოკლეს – ორი ჯარისკაცი და ორი კონტრაქტორი.
ორი დღით ადრე მაზარი-შარიფში გერმანიის საკონსულოზე თავდასხმისას ავღანელმა ბოევიკებმა ექვსი ადამიანი მოკლეს და 100-მდე დაჭრეს. მომხდარზე პასუხისმგებლობა “თალიბანმა” აიღო.

banner
წინა სტატიაშიბულგარეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება
შემდეგი სტატიადე ნიროს ტრამპისგან თავშესაფარს იტალიის პატარა სოფელი სთავაზობს