აშშ-მ სირიაში “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ ბრძოლის ფინალურ ეტაპზე გადასვლაზე განაცხადა

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ხიზერ ნოიერტმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი, რომელიც კოალიციას ხელმძღვანელობს სირიაში, “ისლამური სახელმწიფოს” ექსტრემისტების წინააღმდეგ ბრძოლის უკანასკნელ ეტაპს იწყებს. “ისლამური სახელმწიფოს” დღეები, რომლებიც სირიის ტერიტორიებს აკონტროლებენ და ხალხს ატერორებენ, დასასრულს უახლოვდება” – ნათქვამია განცხადებაში. ნოიერტმა, ასევე თქვა, რომ აშშ ითანამშრომლებს თურქეთთან, ისრაელთან, იორდანიასთან, ერაყთან და ლიბანთან იმისათვის, რომ მათი საზღვრები გაანთავისუფლოს ტერორისტებისგან.
გარდა ამისა, აშშ ჟენევის პროცესის გააქტიურებას აპირებს, რომელიც გაეროს უსაფრთხოების საბჭოს 2254 რეზოლუციის ფარგლებში მიმდინარეობს, ასევე, აპირებს საერთაშორისო რესურსის მობილიზებას, რომ სირიაში ჰუმანიტარული დახმარება შევიდეს – “დოიჩე ველე” წერს.

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთში არეულობის მოწყობისთვის 200-მდე მოქალაქე დააკავეს
შემდეგი სტატიაPlayboy-ს კურდღელის შემქმნელი გარდაიცვალა