აშშ-მ რუსეთისათვის საშიში ახალი ბირთვული ბომბი გამოსცადა

14593550_653228384837352_1730368622_nპენტაგონის განცხადებით, ნევადის შტატში ამერიკულმა სამხედრო ძალებმა ახალი მოდიფიკაციის, B61-7 და B61-11 ტიპის თერმობირთვული ბომბები გამოსცადეს…
გავრცელებული ინფორმაციით, ახალი იარაღის (საბრძოლო ქობინის გარეშე) გამოცდა B-2A Spirit-ის ტიპის ბომბდამშენებიდან გაშვებით მოხდა, რითაც იარაღის საიმედოობა და სიზუსტე შემოწმდა. აშშ-ს ბრიგადის გენერლის მაიკლ ლატონის განცხადებით, ,,B61-ს ტიპის ბომბები, ამერიკული ბირთვული იარაღის ტრიადის მთავარი ელემენტია,,
აღსანიშნავია, რომ ამ ტიპის ბომბების 2015 წელს პირველი გამოცდის შემდეგ, რუსეთის თავდაცვის უწყებამ აშშ პროვოკაციაში დაადანაშაულა…
,,ეს ატომური ბომბი გამოცდისას ჩამოგდებულიქნა F-15E Strike Eagle-ს ტიპის ბომდამშენ-ავიაგამანადგურებლიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ აშშ ევროპაში განთავსებული თვითმფრინავებიდან მისი რუსეთის წინააღმდეგ გამოყენებას ამუშავებს,, განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანატოლი ანტონოვმა.
2016 წლის გაზაფხულზე, პენტაგონმა დაადასტურა, რომ რუსეთის საზღვრებთან ახლოს, ნორვეგიაში ჩატარებული ნატო-ს წვრთნების დროს, რუსეთზე ატომური დარყმების სწავლებაც მიმდინარეობდა, რომლის კოდური სახელი ,,ცივი პასუხი,, გახლდათ.

banner
წინა სტატიაში,,მეთიუმ,, 842 ადამიანის სიცოცხლე უკვე წაიღო
შემდეგი სტატიაალიევის რელიგიური შეტევა ევროინტეგრაციაზე