აშშ-მ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა

აშშ-მ რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების სია გააფართოვა და მასში  დამატებით 21 ფიზიკური პირი და 12 დიდი კომპანია მოხვდნენ.

ახალ სანქცირებულ ფიზიკურ პირთა შორის არიან რუსეთის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ანდრეი ჩერეზოვი  და უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონში სეპარატისტული ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკათა მაღალჩინოსნები.

რაც შეეხება იურიდიულ პირებს, მათი უმრავლესობა მსხვილი ნავთობკომპანიებია, თუმცა მათ გარდა სიაში კომპანია ,,სილოვიე მაშინი,,-ც არის, რომელიც გერმანულ ,,სიმენს,,-თან ერთად გაზის ტურბინებს აწარმოებს და რომელიც ამ სფეროში მსოფლიოს საუკეთესო ათეულში შედის.

აშშ-ში რუსეთის ელჩის ანატოლი ანტონოვის განცხადებით, იანვრის ბოლოს რუსეთი საპასუხო სანქციებს გეგმავს აშშ-ს მიმართ.

banner
წინა სტატიაშირა მოხდება თუ ბიძინა ივანიშვილი გახდება პრეზიდენტი – გია ხუხაშვილი
შემდეგი სტატია NATO-მ თურქეთის ოპერაცია გაამართლა