აშშ-მ რუსეთი გაუთანაბრა ჩრდილოეთ კორეას და ირანს

აშშ-ს უცხოური აქტივების კონტროლის სამმართველომ (OFAC) გამოსცა ახსნა-განმარტებების სია, რომელიც უკავშირდება მოსკოვის, ფხენიანის და თეირანის წინააღმდეგ მიმართული ახალი სანქციების რეგულაციას.
ახალი მოთხოვნებიდან გამომდინარე, რუსეთი ფაქტიურად გაუთანაბრეს ირანსა და ჩრდილოეთ კორეას. ამიერიდან სანქციები გავრცელდება არა მხოლოდ რუსეთის ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, რომელთა წინააღმდეგ არის დაწესებული სანქციები, არამედ რუსეთის იმ მოქალაქეებზე და კომპანიებზე, რომლებიც თანამშრომლობდნენ მათთან. ადრე ეს წესი ვრცელდებოდა მხოლოდ ჩრდილოეთ კორეასა და ირანზე.
ახალი რეგულაციის თანახმად, მსოფლიოს ნებისმიერი ფიზიკური თუ იურიდიული პირი, ვინც ითანამშომლებს სანქციების ქვეშ მოხვედრილ ამ სამი ქვეყნის კომპანიებთან და კერძო პირებთან, თავად აღმოჩნდებიან სანქციების სიაში.

banner
წინა სტატიაშირუსეთის საპატრიარქოს წარმომადგენლის ერთდღიანი ვიზიტი თბილისში
შემდეგი სტატიაბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა