დღეს, პოლონეთის და აშშ-ს მაღალჩინოსნები სამხედრო ბაზის მშენებლობის დაწყებას დაესწრნენ პოლონეთში, რეძიკოვოს დასახლებულ პუნქტში. პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ ამ დღეს პოლონეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანი უწოდა. მისი თქმით, ეს არის დღე, რომელიც პოლონეთის უსაფრთხოებას შეცვლის. გარდა ამისა, მისი თქმით, ბაზა ნატოს წევრი ქვეყნების ერთობის სიმბოლო იქნება.
რეძიკოვოში მშენებლობის დაწყების წინააღმდეგ აქციებიც გაიმართა.
რამდენიმე დღით ადრე აშშ-ს მთავრობამ მსგავსი ბაზის მშენებლობა რუმინეთშიც დაიწყო.