აშშ-მ კიბერშეტევების გამო ქვეყნიდან 35 რუსი დიპლომატი გააძევა

აშშ-მ ვაშინგტონიდან და სან-ფრანცისკოდან 35 რუსი დიპლომატი გააძევა. ამასთან ერთად, რუსეთის წინააღმდეგ შეერთებულმა შტატებმა ახალი სანქციები დააწესეს.
რამდენიმე საათის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები შემოიღო საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში განხორციელებული კიბერშეტევების გამო. ორგანიზაცები, რომლებიც სანქციების ქვეშ მოექცნენ არიან რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური და მთავარი სადაზვერვო სამმართველო. ინფორმაციას აშშ-ს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

banner
წინა სტატიაში142 კილოგრამიანმა შტანგამ ამერიკელი სპორტსმენი მოკლა
შემდეგი სტატიავანო პავლიაშვილი:2016 წელმა დატოვა ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა