აშშ-მ “ისლამური სახელმწიფოსთვის” ქიმიური იარაღის შემქმნელი დააკავა

ამერიკულმა სპეცრაზმმა ტყვედ აიყვანა ერაყელი, რომელიც აშშ-ს მთავრობის მონაცემებით, ექსტრემისტული ორგანზაცია “ისლამური სახელმწიფოს” ქიმიური იარაღის შექმნის პროგრამას ხელმძღვანელობდა.
ეჭვმიტანილი სულეიმან დაუდ აფარი სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს, რომელიც ამერიკელმა მზვერავებმა ქალაქ ტალ-აფარში, ჩრდილოეთ ერაყში ჩაატარეს. ოპერაცია თებერვალში იყო, თუმცა, ინფორმაცია ამის შესახებ დღეს გავრცელდა.
“ასოშეითედ პრესის” წყაროები ამტკიცებენ, რომ მამაკაცი ქიმიური და ბაქტერიოლოგიული იარაღების შექმნაზე მუშაობდა ჯერ კიდევ სადამ ჰუსეინის დროს, ახლა კი ექსტრემისტებთან თანამშრომლობდა.

“ნიუ იორკ თაიმსი” პენტაგონის ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს, რომ აფარმა, რომელიც ერაყის მმართველობის სამხედრო უწყებაში მუშაობდა, ნამდვილად დაამზადა ქიმიური იარაღი, რომელიც 1980-იან წლები ქურთების წინააღმდეგ გამოიყენეს.
გაზეთის მონაცემებით, დაკავებულმა უკვე მისცა ჩვენება, რომლის თანახმადაც, მდოგვის გაზი, რომელიც “ისლამურ სახელმწიფოს” აქვს, არასაკმარისად კონცენტრირებულია და მას მხოლოდ დამწვრობის და სასუნთქი გზების არასასიკვდილო დაზიანება შეუძლია გამოიწვიოს.
გუშინ ამერიკის ავიაციამ ერაყის რამდენიმე ობიექტს ერთდროულად დაარტყა, სადაც, წინასწარი მონაცემებით, ქიმიური იარაღის შექმნა მიმდინარეობდა.
საუბრის დასასრული
Type a message…

banner
წინა სტატიაშიქართველი დედის ფენომენი
შემდეგი სტატიასასწაული ტექნიკურ უნივერსიტეტში – ჯრუჭის სახარების გამოფენა!