აშშ-მ ირანთან ბოდიშის მოხდაზე უარი განაცხადა

აშშ-მ ირანთან ბოდიშის მოხდაზე უარი განაცხადა

აშშ-მ ირანთან ბოდიშის მოხდაზე უარი განაცხადააშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში ოფიციალური თეირანისთვის ბოდიშის მოხდის აუცილებლობას ვერ ხედავენ გუშინ ორ კატერთან შექმნილი სიტუაციის გამო, როცა აშშ-ს დროშის ქვეშ მცურავმა გემებმა ირანის ტერიტორიული წყლების საზღვარი დაარღვიეს – შესაბამისი განცხადება უწყების წარმომადგენელმა მარკ ტონერმა დღეს ბრიფინგზე გააკეთა.

მისი თქმით, აშშ-ს ბოდიში არ გადაუხდია ირანისთვის. “ვფიქრობ, მედიაში არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, თუ რაც ქვია, შთაბეჭდილების მოსახდენად, თითქოს იყო რაღაც მობოდიშებები. გარკვევით ვამბობ, მსგავსი რამ არ ყოფილა” – განაცხადა ტონერმა.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ინციდენტი ტექნიკური გაუმართაობის გამო მოხდა და საკითხი დიპლომატიური კუთხით მოგვარდა, რაც ყოველთვის იდეალურია ნებისმიერი პრობლემის დროს. “არა მგონია, რომ შექმნილი სიტუაციისას აუცილებელი იყო რაიმე სახის ბოდიშის მოხდა” – დაასკვნა ტონერმა.

banner
წინა სტატიაშიპუტინმა და ობამამ უკრაინაში შექმნილი სიტუაცია განიხილეს
შემდეგი სტატიაკრიზისი ბაქოში