აშშ-მ და სამხრეთ კორეის ერთობლივმა წვრთნებმა ფხენიანი გააღეზიანა

კორეული წყაროების ცნობით, აშშ-მ და სამხრეთ კორეამ ტრადიციული ყოველწლიური სამხედრო წვრთნები დაიწყეს.
აღნიშნულ წვრთნებში, აშშ-დან 17. 500, ხოლო სამხრეთ კორეიდან 50.000 სამხედროა ჩართული. წვრთნები 11 დღეს გაგრძელდება. აშშ და სამხრეთ კორეა აცხადებს, რომ წვრთნების მიზანი თავდაცვაა.


გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ წვრთნებს ჩრდილო კორეის კრიტიკა მოჰყვა.
ჩრდილოეთ კორეა აცხადებს, რომ ორი ქვეყნის ერთობლივი წვრთნები, მისი ქვეყნის ოკუპაციის რეპეტიციაა. ფხენიანის ოფიციალურმა სამთავრობო სამაუწყებლო ორგანო Rodong Sinmun-მა, გუშინდელ სარედაქტორო წერილში აღნიშნულ წვრთნებს გამოეხმაურა და იგი, ნახევარკუნძულზე სიტუაციის გამწვავებად შეაფასა. ფხენიანის მთავრობა აღნიშნავს, რომ აშშ-სა და სამხრეთ კორეის ერთობლივი სამხედრო წვრთნები უპასუხისმგებლო საქციელს წარმოადგენს, რაც სიტუაციას უკონტროლო ბირთვულ ომამდე მიიყვანს. ჩინეთმა და რუსეთმა მიმდინარე წლის ივლისის თვეში, ჩრდილოეთ კორეის მხრიდან ბალისტიკური სარაკეტო ექსპერიმენტების შეჩერების სანაცვლოდ ამერიკას და სამხრეთ კორეას ერთობლივი წვრთნების შეჩერება შესთავაზეს. მაგრა, აშშ-ის გენშტაბის უფროსმა, ჟოზეფ დუნფორდმა გასულ კვირას გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების საკითხში ერთობლივი სამხედრო წვრთნების შეჩერების საკითხი არ ყოფილა.

banner
წინა სტატიაშიჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ჩვენი მოსახლეობა დავიცვათ სტიქიისგან |ვიდეო|
შემდეგი სტატიაიტალიაში დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა (ფოტო-ვიდეო)