აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმა მოითხოვეს რუსეთის ოლიმპიური თამაშებიდან მოხსნა

აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმა მოითხოვეს რუსეთის მოხსნა მომავალი ზამთრის ოლიმპიური თამაშებიდან, რომელიც სამხრეთ კორეის ქალაქ პხენჩხანში 2018 წლის თებერვალში გაიმართება.


როგორც ბრიტანული გაზეთი “გარდიანი” (The Guardian) იუწყება, 17 ქვეყნის ანტისადოპინგო სააგენტოებმა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში გააგზავნეს წერილი რუსეთის ოლიმპიური თამაშებიდან მოხსნის შესახებ. მათ შორის არიან აშშ, კანადა და დიდი ბრიტანეთი. ასეთი გადაწყვეტილება სააგენტოებმა მიიღეს კოლორადოში გამართული ორდღიანი თათბირის შემდეგ.
მათი აზრით, რუსეთი ჯერ არ დასჯილა “მსოფლიო სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი უმსხვილესი სკანდალის გამო”.
განცხადებაში ნათქვამია, რომ საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა დროა შეწყვიტოს ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების გადადება, რადგან ეს ხელს შეუშლის ყველა “სუფთა” სპორტსმენს, ვინც აპირებს მონაწილეობა მიიღოს 2018 წლის ოლიმპიურ თამაშებში”.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირმა რუსეთს სანქციები 6 თვით გაუხანგრძლივა
შემდეგი სტატია( ვიდეო) სერფერმა ქარიშხალ “ირმას” დროს ტალღა დაიპყრო