აშშ-მ ანტირუსული სანქციის სია გააფართოვა

აშშ-ს ფინანსთა სამინისტრომ ანტირუსული სანქციის სიაში 38 რუსი ბიზნესმენი შეიყვანა -ამის შესახებ სამინისტროს გვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტშია ნათქვამი.

სიაში “კრემლის სიის” ბიზნესმენები ოლეგ დერიპასკი, კირილ შამალოვი, ვიქტორ ვეკსელბერგი, იგორ რობენბერგი და სხვები მოხვდნენ. ამერიკაში მათი ანგარიშები გაიყინება, ამერიკულ კომპანიებს და კერძო პირებს კი მათთან ბიზნესის წარმოება აეკრძალათ.
სანქციის ქვეშ 17 ჩინოვნიკი მოხვდა, მათ შორის შს მინისტრი ვლადიმირ კოლოკოლცევი, უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკალაი პატრუშევი და სხვა. გარდა ამისა, სიაში შევიდნენ “გაზპრომის” ხელმძღვანელი ალექსეი მილერი, სენატორი სულეიმან კერიმოვი და სხვა.

banner
წინა სტატიაშიბრიტანელი ექიმები: სერგეი სკრიპალის მდგომარეობა გაუმჯობესდა და ის კრიტიკული არ არის
შემდეგი სტატია6 აპრილს სოხუმის საერთაშორისო კინოფესტივალი დაიხურა