აშშ-ის კონგრესმა „ჯაველინების“ საქართველოსთვის გადმოცემაზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღო

ანტისატანკო სისტემის „ჯაველინების“ შესყიდვის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი წარმატება გვაქვს, გუშინ აშშ-ის კონგრესმა დადებითი გადაწყვეტილება მიიღო და მინდა, ყველას მოგილოცოთ ეს გადაწყვეტილება, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ პარლამენტში მიმდინარე კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი წარმატება ანტისატაკნო სისტემის „ჯაველინების“ შესყიდვის თვალსაზრისით. მიმდინარე წლის 29 მარტს მქონდა პატივი და მივმართე წერლობით აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს. საჯაროდ თქვენ ამ გადაწყვეტილების შესახებ გაიგეთ ნოემბერში. პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

მინდა დღეს პირველად გამცნოთ, რომ გუშინ კონგრესმა მიიღო დადებითი გადაწყვეტილება „ჯაველინების“ გადმოცემასთან დაკავშირებით, ხელთ მაქვს ორიგინალი. ეს არის იმ რეფორმების აღიარება, რომელიც თავდაცვის უწყებაში განხორციელდა. ეს იყო ერთ-ერთი წინაპირობა ამ სისტემის გადამოცემისა.

ეს არის საერთო, სახალხო, მთელი სახელმწიფოს მიღწევა და მინდა ყველას მოგილოცოთ ეს გადაწყვეტილება“, – განაცხადა ლევან იზორიამ.

banner
წინა სტატიაშიძალადობისა და ბულინგის დასამარცხებლად, მოზარდებთან უწყვეტი დიალოგია აუცილებელი- ჩხენკელი
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია : ცალკე უნდა გამოვყოთ მართლწესრიგის ოფიცრის, ე.წ. უბნის ინსპექტორების ინსტიტუტი