აშშ: ყოფილი მისიონერი პედოფილიის გამო ციხეში ჩასვეს

ყოფილ ამერიკელ მისიონერს 40 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს კენიაში მცირეწლოვანების გარყვნის ბრალდებით.
21 წლის მეთიუ ლეინ დარემის მსხვერპლი იყვნენ უპატრონო ბავშვები, რომლებიც ქალაქ ნაიბორის თავშესაფარ Upendo-ში ცხოვრობდნენ, სადაც ის ვოლონტიორად მუსაობდა 2014 წლის აპრილიდან ივლისის ჩათვლით.
სამწუხაროდ, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა საქმელმოქმედო ორგანიზაციის მოხალისეებს სექსუალურ დანაშაულში სდებენ ბრალს.
2015 წელს ბრიტანული საქმელმოქმედო ორგანიზაციის ხელმძღვანელს, საიმონ ჰაროსს 17 წელი მიუსაჯეს უსახლკარო ბავშვების გარყვნისათვის კენიის ქალაქ გილგილში.

დარემმა სასამართლოზე განაცხადა, რომ ის თავს დამნაშავედ არ გრძნობს და სინანაული გამოხატა იმის გამო, რომ მისმა გახმაურებულმა საქმემ თავშესაფარი სკანდალში გახვია.
თავისუფლების აღკვეთის გარდა სასამართლომ დაადგინა, რომ დარემმა 16 ათასი დოლარი ჯარიმაც უნდა გაადიხადოს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი ხვალ ბაქოში გაემგზავრება
შემდეგი სტატია“ისლამური სახელმწიფო” მალაიზიის პრემიერის გატაცებას ცდილობდა