აშშ “ისლამური სახელმწიფოს” ლიდერების დაკავების დეტალებს ასაჯაროვებს

“ისლამური სახელმწიფოს” ლიდერების დაკავების ოპერაცია ერაყელმა ძალოვანებმა ჩაატარეს “სირიის დემოკრატიულ ძალებთან” ერთად, რომელიც ქურთებისა და არაბი დაჯგუფებებისგან შედგება და რომელსაც აშშ მხარს უჭერს – “ტვიტერზე” აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა ბრეტ მაკგრეგორმა დაწერა.
“ერაყელმა ძალოვანებმა “ისლამური სახელმწიფოს” 5 ლიდერი დააკავეს ერაყი-სირიის საზღვარზე” – ნათქვამია ტვიტში.
ადრე ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ “ისლამური სახელმწიფოს” ხუთი ყველაზე გავლენიანი მაღალჩიმოსანის დაკავება მოხერხდა, მაგრამ მას ოპერაციის დეტალებზე არ უსაუბრია.
Reuters-ის ცნობით, საუბარია აბუ ბაქარ ალ-ბაღდადზე, ისმაილ ალ-აიტავსა და სხვაზე.

banner
წინა სტატიაშიხანძარს თბილისში ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
შემდეგი სტატიამოქალაქეთა დიდი ნაწილი, 38% ფიქრობს, რომ მაღალი დონის კორუფციაა – “საერთაშორისო გამჭვირვალობა”