აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილების გამო შეშფოთებას გამოთქვამს

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მაისი 9, 2018 09:26

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილების გამო შეშფოთებას გამოთქვამს

“აშშ შეშფოთებულია სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, საქართველოში, ადმინისტრაციული ხაზის გასწვრივ, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე საკონტროლო-გამშვები პუნქტები დროებით დაკეტოს. ეს შეზღუდვა ემთხვევა საქართველოში გამარჯვების დღის აღნიშვნას და წარმოადგენს გადაადგილების შეზღუდვას, ადმინისტრაციული ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოქალაქეებისთვის.

ამას გარდა, აშშ მოითხოვს, რომ დე ფაქტო და რუსეთის მთავრობამ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საქართველოს მოქალაქეების დაკავება, რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების – სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ადმინისტრაციული ხაზის გასწვრივ“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერ ჰიზერ ნაუერტის განცხადებაში.

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე ე.წ. საკონტროლო-გამშვები პუნქტები ორი დღით დაკეტა. გადაწყვეტილება “დიდ სამამულო ომში გამარჯვების დღესთან” დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებებს უკავშირდება.

ე.წ. საზღვარზე მოძრაობა 10 მაისის 08:00 საათიდან აღდგება

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მაისი 9, 2018 09:26

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,845
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics