“აშშ-ის მხრიდან საქართველოსთვის დახმარების გაზრდა მოსალოდნელი იყო”

სირცხვილია, რომ იმალებოდეს პრეზიდენტის წერილები

2017 წლისთვის აშშ-ის მიერ, ბიუჯეტიდან საქართველოსთვის თანხის გამოყოფის ფაქტს, დადებითად აფასებს.

“ეს თანხები რომ გაიზარდა, პირველ რიგში უნდა შეფასდეს, როგორც დადებითი მოვლენა. აშშ უკვე 25 წელია საქართველოს სხვადასხვა სახის დახმარებას უწევს, შესაბამისად, ეს მოსალოდნელი იყო. რაც შეეხება იმას, თუ რისთვის არის ეს თანხები, იქ ძალიან კარგად არის ახსნილი, რომ ეს არ არის მარტო თავდაცვისუნარიანობა, ეს არის ეკონომიური განვითარება, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება. ეს არის საქართველოსთვის კომპლექსური დახმარება. ახალი არავისთვისაა ის ფაქტი, რომ საქართველო მუდმივად გარე დარტყმების საფრთხის ქვეშ არის. ეს არც ამერიკის შეერთებული შტატებისთვისაა ახალი. ამერიკის მხრიდან ამ დახმარების გამოყოფა, მისასალმებელი და დადებითი ფაქტია”, – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისთვის აშშ-ის ბიუჯეტიდან 952 მილიონი დოლარი გამოიყოფა. 2017 წლის აშშ-ის ფინანსური დოკუმენტის თანახმად, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ მიმართული ასიგნებებიდან, 952 მილიონი დოლარი, უპირველესად უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვასკენ არის ორიენტირებული. ამ დროისთვის უცნობია, თუ რა ოდენობის თანხა გამოიყოფა კონკრეტულად საქართველოსთვის.

ცნობილია, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, 2015 წელს, საქართველოს სამხედრო სფეროს დაფინანსებისათვის 30 მილიონი დოლარი გამოუყო.

banner
წინა სტატიაშიენგურჰესის გენერალური დირექტორი: აფხაზეთი ორ წელიწადში შუქის გარეშე დარჩება
შემდეგი სტატიაფოთის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლი იწვის