აშშ ირანს, ახლო აღმოსავლეთში მთავარ მტრად განიხილავს

როგორც აშშ-ს მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში ნიკი ჰეილიმ განაცხადა, ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის ყველანაირი მუქარა და საფრთხე ირანიდან მოდის.


ეს სიტყვები ჰეილიმ გაეროს უშიშროების საბჭოზე სიტყვით გამოსვლისას წარმოთქვა. მან თეირანი ტერორიზმში და რეგიონალურ არასტაბილურობაშიც დაადანაშაულა…
,,ირანს თუ პასუხი არ მოეთოვა აგრესიული, დესტაბილიზაციის გამომწვევი და უკანონო ქცევების გამო, ეს ნამდვილად სულელური ნაბიჯი იქნება“ განაცხადა ჰეილიმ რომელმაც ასევე აღნიშნა, რომ სირიაში, იემენში და ლიბანში გამოყენებულ ჩვეულებრივ იარაღს მათ სწორედ ირანი აწვდით.
ჰეილიმ თეირანი გააკრიტიკა რაკეტების გამოცდის გამოც და ხაზი გაუსვა, რომ როგორც ფხენიანის მიმართ, ასევე თეირანის მიმართაც არ შეიძლება ამ საქმეში თვალის დახუჭვა.

banner
წინა სტატიაშიექსკლუზივი – შიდა კვლევით, „ოცნება“ სამეგრელოში არჩევნებს წააგებს
შემდეგი სტატიამარნეულის რაიონში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს