აშშ განიხილავს სირიაში სამხედრო მოქმედებების ვარიანტებს

სირიაში სამხედრო მოქმედებების რამდენიმე ვარიანტი გადაეცა განსახილველად აშშ-ს პრეზიდენტს დონალდ ტრამპს. წარდგინება გააკეთა თავდაცვის მინისტრმა ჯეიმს მეტისმა.
ამერიკული მედიის ინფორმაციით, ერთ-ერთი ვარიანტი ითვალისიწინებს ისეთ საჰაერო დარტყმებს, რომლებიც არ მისცემენ სირიის სამთავრო სამხედრო – საჰაერო ძალებს საპასუხო რეაქციის საშუალებას.
თეთრი სახლის ადმინისტრაციას ჯერ არა აქვს გადაწყვეტილი თუ რომელ ვარიანტს მიანიჭებს უპირატესობას.
შეგახსენებთ, 4 აპრილს სამართალდამცველმა ორგანიზაციამ „ადამიანის უფლებათა ობსერვატორია სირიაში“ გააკეთა განცხადება, რომლის თანახმად სირიულმა სამთავრობო ან შესაძლოა რუსეთის თვითმფრინავებმა დაბომბეს იდლიბის პროვინციის ქალაქ ხან-შეიხუნში მდებარე ქიმიური ნივთიერებების საწყობი. სხვადასხვა მონაცემებით დაბომბვის შედეგად დაიღუპა ასამდე ადამიანი.

banner
წინა სტატიაშიავსტრიელი მოზარდი პოლიციას მასობრივი მკვლელობის აღკვეთაში დაეხმარა
შემდეგი სტატიანორვეგია მსოფლიოში პირველად საზღვაო გვირაბს გაიყვანს