აშშ ევროკავშირს ფოლადის გადასახადისგან დროებით გაანთავისუფლებს

ვაშინგტონმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ევროკავშირს ალუმინისა და ფოლადის გადასახადისგან დროებით გაანთავისუფლებს – 22 მარტს ამერიკის სავაჭრო წარმომადგენელმა რობერტ ლაიტხაიზერმა განაცხადა აშშ-ს კონგრესზე ფინანსური კომიტეტის წინაშე გამოსვლისას.
23 მარტს შესაბამის განცხადებას ელოდებიან აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპისგან. ბრიუსელის გარდა ვაშინგტონის სავაჭრო პარტნიორების სიიდან, რომელზეც გადასახადების ახალი ტარიფი არ დაწესდება, არიან ავსტრალია, არგენტინა და ბრაზილია. რუსეთი სიაში დარჩება.
გადაწყვეტილება აშშ-ში შესული ალუმინისა და ფოლადის დაბეგვრის შესახებ დონალდ ტრამპმა 8 მარტს მიიღო – “დოიჩე ველე” წერს.

banner
წინა სტატიაშიტრამპმა ჩინეთთან სავაჭრო ომისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
შემდეგი სტატიააშშ-მ კიევს 620 მილიონის დახმარება დაუმტკიცა