აშშ-ის დაზვერვა: ოცნება კვლავ შეეცდება ოპოზიცია გამოუვალ მდგომარეობაში ჩააყენოს

ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის ოფისის ოფიციალურ ანგარიშში, რომელიც გუშინ, 13 თებერვალს გამოქვეყნდა, საქართველოზეცაა საუბარი. მათი პროგნოზის მიხედვით, ქართული ოცნება კვლავაც შეეცდება, რომ ოპოზიცია გამოუვალ მდგომარეობაში ჩააყენოს.

“მმართველი პარტია, ქართული ოცნება, როგორც ჩანს, კვლავ შეეცდება ოპოზიციის გამოუვალ მდგომარეობაში ჩაყენებას და თავის ძალაუფლებაზე ინსტიტუციური შეზღუდვების შემცირებას,”- წერია ანგარიშში.

ამასთან, ანგარიშში წერია, რომ 2018 წელს საქართველოსთვის მთავარ საფრთხედ კვლავ რუსეთი რჩება.

“რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიის 20%-ის განგრძობითი ოკუპაცია და დასავლეთთან ინტეგრაციის ხელის შეშლა თბილისის დაუცველობის მთავარ წყაროდ რჩება” – ნათქვამია დენიელ კოუტსის ანგარიშში სახელწოდებით “აშშ-ის სადაზვერვო სამსახურების მიერ გლობალური საფრთხეების შეფასება”.

banner
წინა სტატიაში„ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოში კომპანია „Sinohydro”-ს საქმიანობაზე 21 სისტემურ დარღვევას აქვეყნებს
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილს ჰოლანდიამ პირადობის მოწმობა მისცა