აშშ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებს არ გამორიცხავს

ჩრდილოეთ კორეისადმი აშშ-ს “სტრატერიული მოთმინების” პოლიტიკა დასრულებულია – აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა რეკს ტილერსონმა სეულში ვიზიტისას განაცხადა. შეკითხვაზე, არის თუ არა ფხენიანის წინააღმდეგ ძალის გამოყენება შესაძლებელი, მან უპასუხა, რომ აშშ ყველა ვარიანტს განიხილავს. “ცხადია, ჩვენ არ გვსურს საქმე სამხედრო კონფლიქტამზე მივიდეს, მაგრამ აშკარაა, რომ თუკი ჩრდილოეთ კორეა სამხრეთ კორეის ან ჩვენს ძალებს დაემუქრება, ადეკვატურები ვიქნებით. თუკი მისი შეიარაღების პროგრამა გარკვეულ სახიფათო ზღვარს მიაღწევს, რომელიც ჩვენგან სამხედრო ჩარევას მოითხოვს, ჩვენ ეს ვარიანტიც გვაქვს” – განაცხადა სახელმწიფო მდივანმა – “ბიბისი” წერს.

banner
წინა სტატიაშიმერკელი ვაშინგტონში ადგილობრივი დროით 11 საათზე ჩაფრინდება
შემდეგი სტატიასირიამ ებრაული თვითმფრინავის განადგურების შესახებ გაავრცელა