აშშ აზიაში სამხედო ძლიერებისთვის 8 მილიარდს დახარჯავს

აშშ-ს თავდაცვის უწყება აზიაში სამხედრო წარმომადგენლობის გაძლიერებისთვის 8 მილიარდ დოლარს დახარჯავს, აცხადებს Wall Street Journal-ი.
გამოცემის ცნობით, პენტაგონი ამ თანხას ახალ გემებზე, მასშტაბურ სამხედრო წვრთნებზე და ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციაზე დახარჯავს. ამ ინიციატივის ავტორი სენატორი ჯონ მაკკეინი გახლავთ, რომელსაც აშშ-ს თავდაცვის მინისტრმა ჯეიმს მეტისმაც დაუჭირა მხარი.
ცოტა ხნით ადრე, თეთრმა სახლმა 2018 წლის სამხედრო ბიუჯეტის 54 მილიარდი დოლარით გაზრდის შესახებ განაცხადა.

banner
წინა სტატიაშისირიაში ახალშობილს ვლადიმერ პუტინი დაარქვეს
შემდეგი სტატია„ოცნების“ შიდა გამოკითხვით თბილისის მერობის კანდიდატებიდან კახა კალაძე ლიდერობს