იან კელი: აშშ ამაყობს, რომ უთვალავ სამშვიდობო მისიაში საქართველოს შეიარაღებული ძალების პარტნიორია

“აშშ ამაყობს, რომ უთვალავ სამშვიდობო მისიაში საქართველოს შეიარაღებული ძალების პარტნიორია,” – ასე გამოეხმაურა საქართველოში აშშ-ის ელჩი, იან კელი, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ბრალდებების საკითხს.

ამ საკითხთან დაკავშირებით აშშ-ის საელჩომ საგანგებო განცხადება გაავრცელა, სადაც ქართული მხარის მიერ ამ საკითხის გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით კმაყოფილებაა გამოთქმული.

“ვნახეთ ცნობები პრესაში. კმაყოფილნი ვართ, რომ თავდაცვის სამინისტრო საკითხს სერიოზულად მოეკიდა და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ბრალდებების გამოძიება დაიწყო. აშშ ამაყობს, რომ უთვალავ სამშვიდობო მისიაში საქართველოს შეიარაღებული ძალების პარტნიორია. სამწუხარო იქნებოდა, ამ ბრალდებებს ქართული ჯარის ამაყი რეპუტაცია შეელახა,” – ნათქვმია ელჩის განცხადებაში.

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის, ზეიდ რაად ალ ჰუსეინის, ინფორმაციით, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ქართველმა სამხედროებმა მცირეწლოვანი გოგონების წინააღმდეგ სექსუალური ძალადობა განახორციელეს.

banner
წინა სტატიაშითურქეთში გარდაცვლილთაგან მხოლოდ ერთია საქართველოს მოქალაქე – საგარეო საქმეთა სამინისტრო
შემდეგი სტატიადიდი ოდენობით ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ფაქტზე, სამი პირი დააკავეს