აშშ ადასტურებს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებისადმი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, საქართველომ ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია

ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ორმხრივი კომისიის სხდომის შემდეგ, სახელმწიფო დეპარტამენტმა შემაჯამებელი დოკუმენტი გამოაქვეყნა.
“ორივე მხარემ ხაზგასმით აღნიშნა, საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებაში პროგრესი. აშშ კიდევ ერთხელ ადასტურებს, ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი. კომისია აღიარებს იმ წინსვლას, რასაც ქვეყანამ ევროატლანტიკური მისწრაფებების კუთხით მიაღწია და კიდევ ერთხელ გამოხატავას მტკიცე მხარდაჭერას ” – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, დადებითად არის შეფასებული საქართველოს წვლილიც “აისაფის” მისიაში. ასევე, გასულ თვეს ჩატარებული “აბრეშუმის გზის ფორუმი.”

„სტრატეგიული პარტნიორობის კომისიამ დადებითად შეაფასა საქართველოს რეფორმები და მიაჩნია, რომ ამ მიმართულებით დამატებითი მცდელობები გააძლიერებს ეკონომიკას, დემოკრატიასა და სამართლის უზენაესობას. მხარეებმა ასევე იმსჯელეს ყველა პოლიტიკური პარტიისა და კანდიდატისთვის სამართლიანი, თანაბარი და კონკურენტული გარემოს არსებობის მნიშვნელობაზე 2016 წლის არჩევნებამდე, არჩევნების დროს და მის შემდეგ“ – აღნიშნულია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიპაატა ზაქარეიშვილი: მსგავსი გადაწყვეტილება ჩემს ზურგს უკან არ იქნება მიღებული
შემდეგი სტატიაარქიტექტურის სამსახურს დიმიტრი მოსულიშვილი, ქონების მართვის სააგენტოს კარლო ლაფერაძე უხელმძღვანელებენ