აშშ 2018 წლის დეკემბერში გავა იუნესკოს შემადგენლობიდან

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ოქტომბერი 12, 2017 17:57

აშშ 2018 წლის დეკემბერში გავა იუნესკოს შემადგენლობიდან

აშშ გეგმავს გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციიდან გასვლას. როგორც აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახურის უფროსის ჰეზერ ნაუერტის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში. აშშ–ს ეს გადაწყვეტილება ძალაში შევა 2018 წლის 31 დეკემბერუდან.
“ამა წლის 12 ოქტომბერს სახელმწიფო დეპარტამენტმა აცნობა იუნესკოს გენერალურ მდივანს ირინა ბოკოვას აშშ–ს გადაწყვეტილების შესახებ დატოვოს ეს ორგანიზაცია და შექმნას იუნესკოში სამეთვალყურეო მუდმივმოქმედი კომისია”, – აღნიშნა ნაუერტმა.
აღსანიშნავია, რომ 2011 წელს ვაშინგტონმა უარი განაცხადა იუნესკოს დაფინანსებაზე ამ ორგანიზაციის მიერ მის რიგებში პალესტინის მიღების შემდეგ. აშშ–ს მაგალითს მიბაძა ისრაელმა, რამაც იუნესკოს ბიუჯეტი 22%–თ შეამცირა.
ინფორმაციას ავრცელებს სააგენტო “როიტერსი”.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ოქტომბერი 12, 2017 17:57

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,930
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics