“აშკარაა იმ ადამიანების ფსიქიკური აშლილობა, რომლებსაც მიდრეკილება ჰქონდათ და აქვთ, განეხორციელებინათ ფარული ჩანაწერები”

კიდევ ერთი სამარცხვინო ჩანაწერი მოვისმინეთ მამუკა ახვლედიანთან, რომელიც გვარამიას მიერვე იქნა გაკეთებული და ამას თავადაც აღიარებს,- ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახი კალაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, შემაშფოთებელია საუბრის შინაარსი, სადც პირდაპირ ჩანს ქრთამის შეთავაზება კონკრეტული პირისთვის – თუ მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ გადადგეს და იტყვის, რომ ეს განპირობებული იყო თითქოსდა აშანტაჯით.

„ვფიქრობ, რომ ამაში სისხლის სამართლის დანაშაული იკვეთება. შესაბამისი სამსახურები უნდა დაინტერესედნენ. ზოგადად, ფარულ ჩანაწერებს რაც შეეხება, აშკარად ჩანს ამ ადამიანების ფსიქიკური აშლილობა, რადგანაც ირკვევა, რომ მიდრეკილება ჰქონდათ და აქვთ, განეხორცილებინათ ფარული ჩანაწერები. ამას დღესაც არ ეშვებიან, წარსულში არიან ჩარჩენილი და ისევ ძველი მეთოდებით აგრძელებენ საქმიანობას“,-აღნიშნა კახი კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიდავით თარხან-მოურავი არჩევნების შემდეგ აქციების გამართვას აანონებს
შემდეგი სტატიაშალვა ნათელაშვილი: ჩვენი პარტია უსამართლო საბანკო სისტემას დაანგრევს