“ასეთი ზეწოლის ნიშნებიც კი არ არსებობს” – გია ვოლსკი გიორგი პაპუაშვილის განცხადებას პასუხობს

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ გიორგი პაპუაშვილმა, იმ შემთხვევაში თუ იცის მოსამართლეთა ზეწოლის საქმეზე გარკვეული ფაქტები და აქვს ინფორმაცია, დეტალები გამოძიებას უნდა მიაწოდოს.

ვოლსკი ამ განცხადებას გუშინ პაპუაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ აკეთებეს, რომლის თანახმადაც, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე ზეწოლა მიმდინარეობს.

„ასეთი ზეწოლის ნიშნებიც კი არ არსებობს. ასე რომ მას ვალდებულებაც აქვს, თუ კონკრეტული დეტალები, კონკრეტული ფაქტები იცის, წარმოადგინოს საგამოძიებო ორგანოებში და თუ რაღაც საკითხებზე თავის შეკავება გადაწყვიტა, მაშინ ან პრემიერ-მინისტრთან ან საპარლამენტო ნებისმიერ ფორმაში ურთიერთობა არის მისაღები და აუცილებელი“, – განაცხადა გია ვოლსკი.

banner
წინა სტატიაშიგორში, რუსეთის მოქალაქეს მოტოციკლიდან რუსეთის დროშა მოუხსნეს
შემდეგი სტატიასერგეი ლავროვი აცხადებს, რომ ქართულ-რუსული ურთიერთობების აღსადგენად ნაბიჯი თბილისმა უნდა გადადგას